Wednesday, October 15, 2008

საქართველოს დაკარგული შვილები

1. პროექტის სახელი: საქართველოს დაკარგული შვილები
2. საქართველოდან ემიგრირებულ თანამემამულეებთან დაკავშირება.
3. პროექტის მოკლე აღწერა: საქართველომ თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე სხვადასხვა მიზეზებით დაკარგა ტერიტორიები და ამასთან ერთად ამ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებიც, რომლებმაც საფლავებში წაიღეს სამშობლოში დაბრუნების ოცნება. დღესაც საქართველოს მრავალი შვილი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობს და თავის ისტორიულ სამშობლოს ბედი ძველებურად გულთან ახლოს მიაქვს.პროექტის მიზანია ამ ადამიანების მოძებნა, მათთან დაკავშირება და მათ ერთ პროექტში გაერთიანებით საქართველოსთვის სასარგებლო საქმის კეთება.
4.მონაწილეთა ასაკი:11- 13 წ.
5.ვადები 3 თვე
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში პროექტისათვის ინტერნეტიდან და სხვადასხვა წყაროებიდან მოძიებული საჭირო მასალების განხილვა,საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებზე საინტერესო ცნობების შეგროვება, მათთან დაკავშირება, ფოტოკოლაჟის შექმნა. შეგროვებულ მასალებზე დაყრდნობით პრეზენტაციის მოწყობა.
7.მოსალოდნელი შედეგები ყველა ქართველისთვის და საქართველოს ისტორიით დაინტერესებულ პირთათვის სასარგებლო ბლოგის შექმნა. ფოტოგამოფენის მოწყობა,ბროშურის გამოცემა.
8.სარგებელი სხვებისათვის საქართველოს ტერიტორიაზე და მის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ ქართველების ურთიერთდაკავშირება და გაცნობა.
9. სამუშაო ენა ქართული
10.კავშირი სხვა საგნებთან
კავშირი უცხო ენების შესწავლასთან -უცხო ენებზე ინფორმაციის მოპოვება, კონტაქტი ინტერნეტის მეაშვეობით.საკუთარი ქვეყნის და მსოფლიო ისტორიის უკეთ გაცნობა-შესწავლა, გეოგრაფიასთან კავშირი-მსოფლიოს სხვადფასხვა კუთხეში გაბნეული თანამემამულეების საცხოვრებელი ადგილ-მდებარეობის განსაზღვრა და მსოფლიო გეოგრაფიის შესწავლა. ჟურნალისტური უნარ-ჩვევების გამომუშავება...
11
12 პროექტის ფასილიტატორი რუსუდან ოძელაშვილი
13rusudan.odzelashvili4@gemail.com

No comments: